Search

19 ივნისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდა ქართლის რეგიონში, ადგილობრივი  მნიშვნელობის ვარიანი-საქაშეთის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას დაესწრო. 

 


აღნიშნულ მონაკვეთზე, გერმანული ტექნოლოგიით მოეწყო ახალი საავტომობილო გზა ცემენტ-ბეტონის საფარით, რომლის  ექსპლუატაციის ვადა 30-35 წელია. გაკეთდა რამდენიმე ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალგამტარ არხებს. განხორციელდა მიწის ვაკისის, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები), ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. აღნიშნული გზა გორის რაიონულ ცენტრთან 12 სოფელს დააკავშირებს.

 


სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქართული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტით 2 მლნ 868 ათას ლარს შეადგენს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player