Search

16 ივნისი, 2010


დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ქუთაისის ოფისში, სამმართველოს უფროსებთან პირველი გასვლითი თათბირი ჩაატარა. თათბირზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განიხილეს ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებაც დასავლეთის რეგიონში 2010 წელს იგეგმება.

 

მათ შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დეტალური განხილვა, როგორებიცაა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 50 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება, აჭარის საკურორტო ქალაქების - ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა და რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის რეაბილიტაცია. Gგარდა ამისა, აღინიშნა, რომ 2010 წელს იმერეთის რეგიონში დაგეგმილია 2 ახალი ხიდის მშენებლობა, ასევე 15-მდე ხიდის და 100 კილომეტრზე მეტი გზის  რეაბილიტაცია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player