Search

14 ივნისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონში მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი გზა  საქველმოქმედო აქციით გახსნა.  თბილისის დიღმის მზრუნველობა მოკლებულმა აღსაზრდელებმა ახლად რეაბილიტირებული გზის გავლით, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს. გზას რომელიც მოწამეთას მონასტრამდე მიდიოდა, წლების მანძილზე ყურადღება არ ექცეოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნულ 2 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები განახორციელა და რეაბილიტირებულ გზაზე პირველი ექსკურსიის ორგანიზებაც თავად უზრუნველყო.

 

 

მოგვიანებით, ბავშვებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ოფისი დაათვალიერეს.  დეპარტამენტის თავმჯდომარემ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player