Search

18 თებერვალი, 2009


,,საქართველოს საავტომობილო გზები
და თანამედროვე ტექნოლოგიები”

 


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს 10:00 საათზე სასტუმრო "Courtyard Marriott"-ის საკონფერენციო დარბაზში გამართა კონფერენცია თემაზე - "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები".
საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ამ ფორმატის კონფერენცია პირველად ჩატარდა.
  
მომხსენებლები იყვნენ:
1. ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2. დავით ტყეშელაშვილი  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
3. რამაზ ნიკოლაიშვილი  -  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე


კონფერენციის I ნაწილი დაეთმო საქართველოს საავტომობილო გზების განვითარების მიმდინარე და მომავალი (2009-2014წ.წ.) წლების საინვესტიციო პროგრამებისა და პერსპექტივების პრეზენტაციას.  თემაზე - "საქართველოს საავტომობილო გზების განვითარების საინვესტიციო პროგრამა და გზების მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები" - პრეზენტაცია წარმოადგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა.
კონფერენციის II ნაწილში უცხოურმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა  წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ გამოყენებულ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებზე (მოწვეულ კომპანიებს აპრობირებული აქვთ გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები კონკრეტული ქვეყნის რელიეფისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით, როგორც კლდოვან, ისე რბილ ნიადაგზე).
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გზებისა და ხიდების მშენებლობის, გვირაბებისა და აეროდრომების მშენებლობის კათედრებმა.
აგრეთვე:  
საერთაშორისო ორგანიზაციებმა: მსოფლიო ბანკი, USAID, მილენიუმი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი - ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრი.
მოწვეულმა უცხოურმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა: ONUR (თურქეთი); ASHTROM International ltd. (ისრაელი); PRS (ისრაელი); ERENPORT (თურქეთი). USABIAGA (ესპანეთი), ITERCHIMICA (იტალია), Breining Fayat Group (საფრანგეთი), HEILIT+WOERNER Bau GmbH (გერმანია), STRABAG AG (გერმანია); Zublin Enginering (გერმანია), Sat Strabensanierung GmbH (გერმანია), Dambach-Werke Gmbh  (გერმანია), Magnazy Infrastructure (ისრაელი),  Nurol Georgia LLC (თურქეთი), Dost Insaat (თურქეთი), Papenburg (გერმანია), Wirtgen International GmbH (გერმანია).

ქართულმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა: შპს "გზამშენი-11"; შპს "ქცია", შპს "კავკასუსროუდპროჯექტი", CRP, შპს "გზამშენი-4", შპს "ცეკური", შპს "ზიმო", შპს "კომფორტი", შპს "თბილისი", შპს "ხიდმშენი", შპს "ვანტი", შპს "ხიდმშენი-99", შპს "დტს", შპს "დ და გ ტექნოლოჯი", შპს "ბლექ სი გრუპი", შპს "იბოლია", შპს "ტრანსპროექტი", შპს "საქგზამეცნიერება", შპს "კოქს კონსალტინგი", შპს "კომუნპროექტი და ექსპერტიზა", შპს "საავტომობილო გზების მოდერნიოზაციის დირექცია", შპს "არქეოპოლისი".

კონფერენცია ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას  საერთაშორისო გამოცდილების მქონე მძლავრ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან და საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player