Search

24 თებერვალი, 2009


მარტიდან, დუშეთი-მჭადიჯვარის 14 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა იწყება. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილობრივი მაცხოვრებლები შეასრულებენ. სავარაუდოდ, შეიქმნება 100-150 სამუშაო ადგილი. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან.  
წელს, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის (განიხილება სხვა ტექნოლოგიებიც) ექსპერიმენტული პროექტი განხორციელდება. წლის ბოლომდე ცემენტბეტონის საფარი დაიგება შემდეგ  გზებზე:


• კახეთი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) - ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანი - 5 კმ;

• ქვემო ქართლი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) - ქვეში-ძეძვნარიანი-ტანძია - 8,8 კმ;

• სამცხე-ჯავახეთი (ახალციხის მუნიციპალიტეტი) - მინაძე-ურაველი - 9 კმ;

• მცხეთა-მთიანეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) - დუშეთი-მჭადიჯვარი - 14 კმ;

• გურია (ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები) - ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა - 24,8 კმ;

• შიდა ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი) - ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის გადასახვევი - 14 კმ;

• იმერეთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) - გეგუთი-მუხიანი-ფარცხანაყანევი  - 16 კმ;

• აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები - აბაშა-გულეისკირი-ჯაპანა - 24 კმ;

• აჭარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) - ქვედა სამება-ზედა სამება - 4კმ, (ხულოს მუნიციპალიტეტი) - ხულო-ქედლები - 5 კმ;

• რაჭა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ) - საკეცია-ბუგეული - 8 კმ.


სულ - 130 კმ.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player