Search

7 ივნისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციაო სამუშაობის დაწყებას.


პროექტით გათვალისწინებულია, გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაცია (შეცვლა) უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით; ევროსტანდარტების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზება, რაც ეფექტურს გახდის როგორც კომფორტულობის, ასევე, ეკონომიურობის თვალსაზრისით.  საკანალიზაციო სისტემის განახლება; ვიდეოკამერების დამონტაჟება სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით; გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა და გზის სავალი ნაწილზე ასფალტო-ბეტონით საფარის მოწყობას.


რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით, რომელზეც გზების დეპარტამენტმა სარეაბილიტაციო სამუშაობი უკვე განახორციელა. სამუშაოებს ასრულებს ჩინური სამშენებლო კომპანია "სინოჰიდრო".

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player