Search

4 ივნისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას დაესწრო.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოებს. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემებისა და კიუვეტების (სადრენაჟო არხები) აღდგენას. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

 

სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 990 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "გზამშენი 2005".

 

გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. იგი უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცხოვრებაში. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სწორედ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ერთადერთი ორგუმბათოვანი ეკლესიაა მართლმადიდებლურ სამყაროში. იგი მსოფლიო არქიტექტურის შედევრს წარმოადგენს. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player