Search

2 ივნისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ადგილობრივი  მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო. 


აღნიშნული მონაკვეთი, რომელზეც გერმანული ტექნოლოგიით ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს 11 სოფელს და ორ რაიონულ ცენტრს დააკავშირებს ერთმანეთს. ცემენტ-ბეტონის საფარის ექსპლუატაციის ვადა 30-35 წელია. განხორციელდა მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ცემენტო-ბეტონით გზის დაგების სამუშაოები.


ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში და დასრულდება წლის ბოლოს. ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტით 12 მლნ ლარს შეადგენს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player