Search

26 თებერვალი, 2009


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მეორე რიგის სამუშაოების დაწყებას ადგილზე დააკვირდებიან და მოძრაობის რეჟიმის დროებით შეცვლის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
 
პარალელური გზის რეაბილიტაცია (II რიგის სამუშაოები) - დასავლეთის მიმართულებით, ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის პარალელურ მიმართულებაზე, არსებულ გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიგება ასფალტ-ბეტონის გზის საფარი.


პროექტის მოკლე მიმოხილვა

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესება (SEWHIP) - იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იანი მონაკვეთი
2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთი დაიყო ორ ეტაპად.
 
პირველი ეტაპი მოიცავს მარჯვენა მიმართულებით ცემენტ-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობას, ხოლო მეორე ეტაპი - მარცხენა მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით).
 
2009 წლის იანვარში ექსპლუატაციაში შევიდა 9,2 კმ. საავტომობილო გზა.
დანარჩენი მონაკვეთისა და მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2009 წლის ბოლოს.
 
რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოებს ასრულებს ებრაული სამშენებლო კომპანია - ,,ASHTROM International ltd". ობიექტზე ებრაელ სპეციალისტებთან ერთად დასაქმებულია 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player