Search

28 თებერვალი, 2009


ქ. თბილისი ხიზამბარელის ქ.#1-ში (გლდანი-ნაძალადევის რ-ნი), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ ქართულ კომპანიებთან კონტრაქტებს გააფორმებენ. ხელი მოეწერება 12 კონტრაქტს (საერთო ღირებულებით 20,9 მლნ.ლარი).
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, კონტრაქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ. აღნიშნულ სამუშაოებზე ათასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება. 
კონტრაქტები გაფორმდება ტენდერებში გამარჯვებულ შემდეგ ქართულ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან:


1. შ.პ.ს ,,ინვაირომენტალ ტექნოლოჯი” - E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გაუმჯობესების მიზნით, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე შერჩეულ მიმართულებებზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო მომასახურება;

2. შ.პ.ს ,,ბელ-ბაუ” - ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზა, სარეაბილიტაციო სამუშაოები;

3. შ.პ.ს ,,ხიდი” - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასველელის აღდგენითი სამუშაოები;

4. შ.პ.ს ,,ზიმო” - ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის, მდ. სუფსაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის აღდგენითი სამუშაოები;

5. შ.პ.ს ,,ცეკური” - ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზა, სარეაბილიტაციო სამუშაოები;

6. შ.პ.ს ,,ალიანსი-2007” - ნიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, სარეაბილიტაციო სამუშაოები;

7. შ.პ.ს ,,მექანიზატორი-2005”  - წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზა, სარეაბილიტაციო სამუშაოები;

8. შ.პ.ს ,,არილი” - ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის, მდ. შულორზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

9. შ.პ.ს ,,ბესკო” - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის, მდ. მაწიმზე არსებული სახიდე გადასასვლელის პერიოდული შეკეთების სამუშაოები;

10. შ.პ.ს ,,ავტოგზალენტეხი-99” - ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზა, ქვედა საყრდენი კედლის გამაგრების პრევენციული ღონისძიებების სამუშაოები;

11. შ.პ.ს ,,სამშენებლო კომპანია ავტობანი”  - ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზა, დაზიანებული მიწის ვაკისზე პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები;

12. შ.პ.ს ,,ვანტი” - ქ. გორში, რკინიგზის სადგურზე გადასასვლელის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player