Search

22 მაისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ადგილობრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო.


აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. ასფალტ-ბეტონის საფარის დასრულების შემდეგ, მოეწყობა საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის მონიშვნის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.


ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. "საინჟინრო სამშენებლო ჯგუფი“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 მლნ 655 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player