Search

6 მარტი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში, E-60 საერთაშორისო ავტომაგისტრალზე, მშენებარე ჩქაროსნულ გზატკეცილზე, იგოეთის გზაგამტარისა და ლეხურას ხიდების სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიების სატენდერო წინადადებები გაიხსნება. 

იგოეთის გზაგამტარი მოიცავს, სოფ. იგოეთთან, ორი პარალელური ხიდი-ვიადუკის მშენებლობას, რომელიც  20 მეტრზე მეტ სიმაღლეზე გადაუვლის სოფლის ტერიტორიას.
 
პარამეტრები:
• თითოეული ხიდის საერთო სიგრძე - 195 მეტრი
• მალების რაოდენობა - 7
• ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5 მეტრი
ასევე, პარალელური ხიდები აშენდება მდ. ლეხურაზე.
პარამეტრები:
• თითოეული ხიდის საერთო სიგრძე - 115 მეტრი
• მალების რაოდენობა - 4
• ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5 მეტრი

აღნიშნული სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა რთული კონსტრუქციებითა და დიდი მოცულობის სამუშაოებით. ხიდების მშენებლობის დასრულების შემდეგ, იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე, ჩქაროსნული გზატკეცილი სრულყოფილად გაატარებს ავტოტრანსპორტის ნაკადებს ოთხზოლიანი, ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player