Search

23 მაისი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 20 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრნენ.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების (სადრენაჟო არხები), გაბიონების, სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. ასევე, სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. "ცეკური”, რომლის ღირებულებაც შეადგენს 11 მლნ. 717 ათასი ლარი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წელს გაგრძელდება და წლის ბოლომდე დასრულდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას რთულ და მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე. წყალტუბოდან ლენტეხის მიმართულებით დაიგება და შეიკვრება ახალი,  რეაბილიტირებული საავტომობილო გზა, რაც რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player