Search

20 მაისი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი კონსტანტინე მგელაძე ცაგერის რაიონში, მდინარე ცხენისწყალზე, სოფლების ცაგერისა და ლასურიაშის დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის გახსნას დაესწრნენ.



მდინარე ცხენისწყალზე აშენდა ახალი ხუთმალიანი ხიდი, რომელზეც მოეწყო ტროტუარები (თითო ერთ მეტრიანი), მოეწყო სარეგულაციო ნაგებობები და გაბიონები, ასევე გაკეთდა ახალი მოაჯირები. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ხიდის საერთო სიგრძე 105 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 3,5 მეტრი.



სამუშაოების ღირებულებამ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეადგინა 1 მლნ 117 ათასი ლარი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „ხიდმშენმა“.



ხიდის არარსებობის გამო, ცაგერის რაიონის სოფლებს შორის საავტომობილო მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით 20 კმ-მდე მანძილის გავლა უხდებოდა. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player