Search

18 მაისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ადგილობრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-სურები-ტობახჩოს საავტომობილო გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო.

 
აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. ასფალტ-ბეტონის საფარის დასრულების შემდეგ, მოეწყობა საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის მონიშვნის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.

 

ჩოხატაური-სურები-ტობახჩოს საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. ,,საინჟინრო სამშენებლო ჯგუფი“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 მლნ 269 ათას ლარს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player