Search

16 მაისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდა ქართლის რეგიონში, ადგილობრივი  მნიშვნელობის გარეჯვარი-თორტიზას საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის მოხაზვის სამუშაოებს დაესწრო. 


აღნიშნულ მონაკვეთი, რომელზეც გერმანული ტექნოლოგიით მოეწყო ახალი ცემენტ-ბეტონის საფარი, 4 სოფელს (კარალეთი, გარეჯვარი, თორტიზა, ხერთუბანი)  აკავშირებს ერთმანეთს.  ცემენტ-ბეტონის საფარის ექსპლუატაციის ვადა 30-35 წელია. გაკეთდა რამდენიმე ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალგამტარ არხებს. განხორციელდა მიწის ვაკისის, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები), ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს გზის მონიშვნის სამუშაოები.


სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქართული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტით 1 მლნ 525 ათას ლარს შეადგენს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player