Search

12 მარტი, 2009


ატმოსფერული ტემპერატურის მატებასთან ერთად, 2009 წელს დაგეგმილი გზების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება დაიწყო. გზებზე ასფალტბეტონის საფარის გაუმჯობესების სამუშაოები უახლოეს დღეებში ყველა რეგიონში განახლდება.
აღნიშნული სამუშაოები უკვე დაიწყო მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 7,7 კმ-იან მონაკვეთზე.

დღეს, 12 მარტს 13:00 სთ-ზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.

მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009 წლის ზაფხულში დასრულდება (საერთო ღირებულება 2 მლნ. 812 ათასი ლარი). აღნიშნული გზის მშენებლობაზე 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.  
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია - შ.პ.ს ,,გზისმშენებელი-11’’.

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს ორ მთავარ რაიონულ ცენტრს შორის (მარნეული-თეთრიწყარო) ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player