Search

12 მაისი, 2010


სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის სფეროთი დაინტერესებულ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მთავრობები და ტრანსპორტის სექტორში ჩართული ყველა  დონორი (EU, EBRD, Council of Europe, BSTDB, EIB, KFW, ADB, JICA, MCC, OSCE, WB), სომხეთის დელეგაციას ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრი მანუკ ვარდანიანი, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე მუსა პანაჰოვი ხელმძღვანელობდა.


შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ასად ალამმა გახსნა და სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის სფეროში პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.


"ამ კონფერენციას უამრავი დონორი ესწრება. ჩვენ მათთან ვმუშაობთ არსებულ პროექტებზე. დონორებს აქვთ გეგმა, რომ გაზარდონ დაფინანსების რაოდენობა საქართველოში" - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა.


საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნების ტრანსპორტის სტრატეგიებთან დაკავშირებული პრეზენტაციები და შესაბამისი პროგრამა წარმოადგინეს. წლევანდელი პრეზენტაციების ყურადღების ცენტრში გზების შემდგომი მოვლის დაფინანსება, ორგანიზება და მშენებლობის ხარისხის უზრუნველყოფის პრობლემები მოექცა.


დონორები შეთანხმდნენ, რომ სატრანსპორტო ინვესტიციები მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისათვის საშუალო და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და ზოგადი განვითარებისათვის.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player