Search

14 მაისი, 2010


დღეს, პირველად საქართველოში, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მშენებოლაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ს.ს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე პარტნიორებთან ერთად დაესწრებიან.

 

პროექტით გათვალისწინებულია, დასასვენებელი ზონის, ტურისტული საინფორნაციო ცენტრის, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, ავტოგასამართი სადგურის, ავტოტექმომსახურების ცენტრის, ავტობუსების და მანქანების გასაჩერებელი ზონის, ბენზინგასამართი სადგურისა და სანიტარულ-პროფილაქტიკური ობიეტების მშენებლობა. თანამედროვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების ერთიანი სისტემის განუყოფელ ნაწილს განვითარებულ სახელმწიფოებსა და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში წარმოადგენს - ასეთი ტიპის მომსახურებისა და დასვენების კომპლექსები.

 

საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერსპექტიული განვითარების მიზნით, იგეგმება E-60 ავტომაგისტრალის (E-70 მაგისტრალთან ერთად) მთლიანი ზოლის, აგრეთვე საზღვრისპირა და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების მომსახურებისა და დასვენების ობიექტებით (კომპლექსებით) მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

მომსახურებისა და დასვენების კომპლექსის ძირითადი ნაწილი, რომლის მშენებლობაც დღეს კომპანია "ვისოლმა“ დაიწყო  შემოდგომაზე დასრულდება.

 

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კონკურსში გამარჯვებულ კომპანია "ვისოლს“ შორის ხელშეკრულება 22 მარტს გაფორმდა.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player