Search

12 მაისი, 2010


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაფოსტარი-სალხინო-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.


 აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობას. ასევე, გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე სისტემების, საგზაო ნიშნების მოწყობის და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები. 


ნაფოსტარი-სალხინო-დიდი-ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,არალი“. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3 მლნ 196 ათას ლარს შეადგენს.


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player