Search

8 მაისი, 2010


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.


აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლისა და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობის სამუშაოებს. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე სისტემების, საგზაო ნიშნების მოწყობის და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის (მეორე ფენა) დაგების სამუშაოები.


სოფელ ოქტომბრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ზუგდიდის საგზაო სამმართველო“. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 1 მლნ 471 ათას ლარს შეადგენს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player