Search

5 მაისი, 2010


ქ. რუსთავში გაიმართა მთავრობის გასვლითი სხდომა. მთავრობის წევრებმა სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის პარალელურად, განიხილეს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) პროექტი. აღნიშნული პროექტი მთავრობის წევრებს წარუდგინა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა.


თბილისი-რუსთავის მონაკვეთი გამოირჩევა ავტოტრანსპორტის ნაკადების მაღალი ინტენსივობით. მისი ოთხ ზოლიან ავტომაგისტრალადMმოდერნიზაციის შემდეგ გაიზრდება, როგორც თბილისი-რუსთავის მიმართულებით, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ტრანზიტული ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობა.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player