Search

4 მაისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, მიმდინარე წლის 4 მაისს 09:30 საათზე, სასტუმრო “Sheraton Metekhi Palace”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე - “საქართველოს საავტომობილო გზები და ტექნოლოგიური პროგრესი”.

 

საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ამ ფორმატის კონფერენცია მეორედ ჩატარდა. პირველი კონფერენცია 2009 წლის 17 თებერვალს გაიმართა სასტუმრო “Courtyard Marriott”-ში. აღნიშნულ კონფერენციას დაესწრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი.


კონფერენციის I ნაწილი დაეთმო საქართველოს საავტომობილო გზების განვითარების მიმდინარე და მომავალი წლების საინვესტიციო პროგრამებისა და პერსპექტივების პრეზენტაციას.  თემაზე - `საქართველოს საავტომობილო გზები და ტექნოლოგიური პროგრესი" - პრეზენტაცია წარმოადგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა.

 

კონფერენციის II ნაწილში უცხოურმა და ქართულმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა  წარმოადგინეს პრეზენტაციები, მათ მიერ გამოყენებულ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებზე. მოწვეულ კომპანიებს აპრობირებული აქვთ გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები კონკრეტული ქვეყნის რელიეფისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით, როგორც კლდოვან, ისე რბილ ნიადაგზე.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილ მნიშვნელოვან თემებს შორის განიხილებოდა გარემოს დაცვითი საკითხები, კერძოდ: ფერდობების ეროზიისა და მეწყერსაწინააღმდეგო, ასევე თოვლდამცავი და კლდესამაგრი  ღონისძიებები.

 

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: მსოფლიო ბანკმა (WB), ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი - ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრმა (TRRC), მილენიუმმა (MCG), აზიის განვითარების ბანკმა (ADB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გზებისა და ხიდების მშენებლობის, გვირაბებისა და აეროდრომების მშენებლობის კათედრებმა და მრავალი ქვეყნიდან მოწვეული უცხოური საგზაო-სამშენებლო კომპანიების 100-მდე დელეგატმა.

 

EPTIZA (ესპანეთი); NUROL (თურქეთი), PAPENBURG (გერმანია), HEILIT+WOERNER Bau GmbH (გერმანია), KISKA (თურქეთი), China National Machinery I & E Corp.  (ჩინეთი),  PADEKO (იაპონია), DUPONT (აშშ), AKORD (აზერბაიჯანი),  TELEGRA (ხორვატია), ELBA-WERK Maschinen-Gesellschaft mbh (გერმანია),  ITERCHIMICA (იტალია), TODINI (იტალია), OHL International Construction (ესპანეთი), SINOHIDRO (ჩინეთი), KOCKS CONSULT GMBH  (გერმანია), SIAC Construction (ირლანდია), PORR (ავსტრია), NIVELT (გერმანია).


აგრეთვე, ქართულმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა: სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი"; შპს "ჯეოვია", შპს "ნიუ ენერჯი”, შპს "კავკასუსროუდპროჯექტი" CRP, შპს "ცეკური", შპს "ზიმო", შპს "ხიდმშენი", შპს "ბლექ სი გრუპი", შპს "იბოლია", შპს "ტრანსპროექტი", შპს "საქგზამეცნიერება", შპს "საავტომობილო გზების მოდერნიზაციის დირექცია", შპს "სერპანტინი", შპს "საგზაო ტექნიკა”, შპს "ენგური 2006”.


აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან  და საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player