Search

2 მაისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა  და პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილმა, ადგილობრივი  მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 24,8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწიეს მონიტორინგი.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. გაკეთდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტრარდება წყალგამტარ არხებს. ასევე, განხორციელდება მიწის ვაკისის, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები), ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. ამჟამად, სადრენაჟე არხების და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი სოფლებისთვის რეაბილიტირებულ გზას  ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შპს ,,ნიუ-ენერჯი”. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 12 მლნ ლარს შეადგენს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player