Search

29 აპრილი, 2010


ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ იმერეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის იდეას ემსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მღვიმე ყუმისთავთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე 3,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრა. 

 

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემებისა და კიუვეტების (სადრენაჟო არხები) აღდგენას. ამჟამად, მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობის და ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ქართული კომპანია ,,საინჟინრო სამშენებლო ჯგუფი ჯ და ჯ” ასრულებს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება და სამუშაოების ღირებულება 2 მლნ 374 ათას ლარს შეადგენს.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ყუმისთავის მღვიმეს ხელმისაწვდომს გახდის საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ყუმისთავი რომლის სიგრძე 2 კმ-ია უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცხოვრებაში.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player