Search

24 მარტი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც გაიხსნება ტენდერში მონაწილე სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციები, შემდეგ ობიექტზე:

• კასპი-მეტეხი-ახალქალაქი (0-12 კმ) - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა

აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის" პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.

პროექტის მიზანია, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში გამავალი გზების რეაბილიტაცია, რაც სოფლის გზებზე ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. აღნიშნული გზის მშენებლობაზე, ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player