Search

21 აპრილი, 2010


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა კახეთის რეგიონში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4,5 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების (სადრენაჟო არხები), სანიაღვრე სისტემების აღდგენისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებს. ამჟამად სწორედ, სადრენაჟე არხების, მიწაყრილის დამჭერი ბეტონის კედლების ჩასხმის და ბეტონის კიუვეტების აწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,სერპანტინი“. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3 მლნ 171 ათას ლარს შეადგენს.


 
ნეკრესის მონასტერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრია. კომპლექსი ყვარლის რაიონში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სწორედ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა და იგი უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცხოვრებაში. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player