Search

27 მარტი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, დეპარტამენტის თავმჯდომარეს რამაზ ნიკოლაიშვილსა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროფესიული განვითარების პროექტის ხელმძღვანელ ქალბატონ ელიზაბეტ ვინშიპს შორის. შეხვედრაზე, ასევე მოწვეულნი იქნებიან საგზაო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილება პროფესიული განვითარების პროექტი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდება. ახალი ტექნოლოგიებისა და გამოცდილების ასათვისებლად, პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მაღალ კვალიფიციური კადრების გადამზადების პროგრამას.
 
ყოველივე ზემოაღნიშნული, ხელს შეუწყობს საქართველოში საგზაო დარგის განვითარებისათვის ახალი ღონისძიებების გატარებას, რომელიც მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს მომავალი პროექტების განხორციელებაში. ასევე,  დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და  მენეჯმენტში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player