Search

18 აპრილი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილმა ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესის საავტომობილო გზის 17 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას (ორი ფენა) და ოთხი ხიდის რეაბილიტაციას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. ასფალტ-ბეტონის საფარის დასრულების შემდეგ, მოეწყობა საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის მონიშვნის სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის და გზის სავალი ნაწილის შემასწორებელი ფენის დაგების სამუშაოები.


ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესის საავტომობილო გზის 17 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ბლექ სი ჯგუფი“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 მლნ 900 ათას ლარს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.აღნიშნული მონაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფლების მოსახლეობას საავტომობილო მიმოსვლას გაუადვილებს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player