Search

17 აპრილი, 2010


დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის შემოვლითი გზის 4,3 კმ-იანი მონაკვეთის მიმდინარე სარეაბილიტაციაო სამუშაობს მოინახულებს.



აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, რომელზეც დაიგება ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი. ასევე, სამუშაოები ითვალისწინებს სერპანტინების გაგანიერებას, რაც უზრუნველყოფს როგორც მსუბუქი, ისე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, რიკოთის შემოვლით გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გატარება შესაძლებელი იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მიწის ვაკისის სამუშაოები.



უნდა აღინიშნოს, რომ 14 აპრილს ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციაო სამუშაობის ჩატარებას. სწორედ ამიტომ, გვირაბის დაკეტვამდე, შემოვლით გზაზე ჩატარდება მაშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.



შემოვლითი გზის 4,3 კმ-იანი მოანკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია ,,გზა 2005”. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის დაფინასებით შეადგენს 1 მლნ. 965 ათას ლარს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player