Search

15 აპრილი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა იმერეთის რეგიონში, მოწამეთას მონასტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს.



აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოებს. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემებისა და კიუვეტების (სადრენაჟო არხები) აღდგენას. ამჟამად, მიმდინარეობს მიწის ვაკისის, გზის საფუძვლის და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.



მოწამეთას მონასტერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ძეგლია. წყალწითელას ხეობა უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცხოვრებაში. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სწორედ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.



სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. ,,ვერელი+”. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 352 ათას ლარს შეადგენს.


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player