Search

14 აპრილი, 2010


სასტუმრო “Radisson”-ის საკონფერენციო დარბაზში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და ჩინური საგზაო-სამშენებლო კომპანია ,,სინოჰიდრო“-ს დირექტორმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციაო სამუშაობის ჩატარებას.


აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გუნ ცზიანვეი და სხვა ოფიციალური სტუმრები.

 

გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს:

 

• გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაციას (შეცვლას) უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით;
• ევროსტანდარტების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას, რაც ეფექტური იქნება როგორც კომფორტულობის, ასევე, ეკონომიურობის თვალსაზრისითაც.  საკანალიზაციო სისტემის განახლებას;
• ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით;
• გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფას.

 

გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყება და რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით.


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player