Search

8 აპრილი, 2010


დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი-სკრას საავტომობილო გზის 8,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე სისტემების, გზის შემოფარგვლას ლითონის კონსტრუქციებით, საგზაო ნიშნების მოწყობის და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, მიმდინარეობსFასფალტ-ბეტონის სამუშაოები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,იბოლია“. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 900 ათას ლარს შეადგენს.

 

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, სადაც გამოყენებული იქნება საგზაო მშენებლობაში, მსოფლიოში აპრობირებული სხვადასხვა ტექნოლოგიები. აღნიშნული პროექტის მიზანია, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში გამავალი გზების რეაბილიტაცია, რაც ავტოტრანსპორტის კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player