Search

2 აპრილი, 2009


ჩქაროსნული ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები განახლდება. აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგს ადგილზე განახორციელებენ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები 2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ორ ეტაპად ხორციელდება.
 
პირველი ეტაპი მოიცავს მარჯვენა მიმართულებით ცემენტ-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობას, ხოლო მეორე ეტაპი - მარცხენა მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით).
2009 წლის იანვარში ექსპლუატაციაში შევიდა 9,2 კმ. საავტომობილო გზა.
დანარჩენი მონაკვეთისა და მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2009 წლის ბოლოს.
 
რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოებს ასრულებს ებრაული სამშენებლო კომპანია – „ASHTROM International ltd“. ობიექტზე ებრაელ სპეციალისტებთან ერთად დასაქმებული არიან საქართველოს მოქალაქეები.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player