Search

22 მარტი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ, სოფელ ცაისში ნაგავსაყრელთან მისასვლელი საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

ზუგდიდის მოსახლეობა წლების მანძილზე შეწუხებული იყო ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის გამო. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაგავსაყრელს ცაისში დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადიტანენ, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. გზაზე ახალი ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგება, გაკეთდება ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ამჟამად, მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია ,,გრუპოვია“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 მლნ 400 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player