Search

6 აპრილი, 2009


რუსთავის გზატკეცილი #247-ში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან კონტრაქტებს გააფორმებენ. ხელი მოეწერება 5 კონტრაქტს (საერთო ღირებულებით 33 მლნ. 076 ათასი ლარი).
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, კონტრაქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ. აღნიშნულ სამუშაოებზე ათასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.  

კონტრაქტები გაფორმდება ტენდერებში გამარჯვებულ შემდეგ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან:
 
1. შ.პ.ს ,,ა.ა გრუპი” - E-60 ავტომაგისტრალზე იგოეთის ვიადუკისა და მდ. ლეხურაზე ხიდების მშენებლობა;
2. შ.პ.ს ,,გზამშენი 4” - დორეული-ქვემონაქალაქარი-გორანა - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, 17 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
3. შ.პ.ს ,,დ და გ ტექნოლოჯი” - ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, 15 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
4. შ.პ.ს ,,დტს” - ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, 15 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
5. შ.პ.ს ,,კავკაზავტომაგისტრალი” -  კასპი-მეტეხი-ახალქალაქი -  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, 12 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player