Search

7 აპრილი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, ქალაქ ქუთაისში გამავალი ჭავჭავაძის ქუჩის 2,9 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას დაესწრებიან.
 
აღნიშნულ საავტომობილო გზას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა (სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 1 მლნ. 394 ათასი ლარს). გზის მშენებლობაზე ასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა ქართული სამშენებლო კომპანია ,,ინდიკო”.

დღესვე, 14:00 საათზე,  ქ. ქუთაისში (თამარ მეფის #59), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 
მემორანდუმის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების სპეციალობის სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას დეპარტამენტში;
კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს შუამდგომლობას და ხელს შეუწყობს საავტომობილო გზების, ხიდების და გვირაბების სპეციალობის სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას კონტრაქტორ სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციებში. ასევე გაიმართება იმ ნოვაციების პრეზენტაცია, რომლებიც 17 თებერვალს, საერთაშორისო კონფერენციაზე, უცხოური, მძლავრი კომპანიების დელეგაციებმა წარმოადგინეს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player