Search

20 მარტი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და აუქციონში გამარჯვებული კომპანიის ს.ს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზისპირა ზოლში მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში  გადაცემას და მასზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების განთავსებას.

 

პროექტით გათვალისწინებულია ავტოგასამართი სადგურის, ავტოტექმომსახურების ცენტრის, დასასვენებელი ზონის, ტურისტული და საქალაქთაშორისო, ავტობუსების გასაჩერებელი ზონის, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, დასასვენებელი ზონა – პიკნიკი ბაღში, ღია ავტოსადგომების, საბანკო და ტელესაკომუნიკაციო, ბენზინგასამართი სადგურისა და სანიტარულ-პროფილაქტიკური ობიეტების მშენებლობა.

 

თანამედროვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების ერთიანი სისტემის განუყოფელ ნაწილს განვითარებულ სახელმწიფოებსა და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში წარმოადგენს - მომსახურებისა და დასვენების ობიექტები. მათი მნიშვნელობა რამოდენიმე გარემოებამ განაპირობა:


• მგზავრობისას მძღოლების დასვენების აუცილებლობით განპირობებულმა მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებმა;
• მრავლდარგიან მომსახურებაზე მგზავრთა და მძღოლთა მზარდმა მოთხოვნამ;
• საავტობუსო სადგურებისა და მძიმეწონიანი ავტომანქანების საკონტეინერო ტერმინალების ფუნქციონირებამ.

 

საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერქსპექტიული განვითარების მიზნით, იგეგმება E-60 ავტომაგისტრალის (E-70 მაგისტრალთან ერთად) მთლიანი ზოლის, აგრეთვე საზღვრისპირა და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების მომსახურებისა და დასვენების ობიექტებით მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player