Search

8 აპრილი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოხდება შერჩევა თუ რა ოპტიმალური მიმართულებებით გაივლის საავტომობილო გზა. პროექტის პრეზენტაცია მომზადებულია შ.პ.ს "საქგზამეცნიერებას" მიერ, რომელიც ასრულებს აღნიშნული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
 
სხდომას დაესწრებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და ქალაქ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი.  
 
თბილისი-რუსთავის მონაკვეთი გამოირჩევა ავტოტრანსპორტის ნაკადების მაღალი ინტენსივობით. მისი 4 ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზაციის შემდეგ გაიზრდება, როგორც თბილისი-რუსთავის მიმართულებით, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ტრანზიტული ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player