Search

16 მარტი, 2010


დღეს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 111-ე კმ-ზე სტიქიისგან შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრა.

 

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ონი-ამბროლაურის მონაკვეთზე (111 კმ.) ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც ყველანაირი სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. 8 სოფლის მოსახლეობა გარესამყაროსთან დაკავშირებას შემოვლითი გზებით ახერხებს, სადაც მხოლოდ ორხიდიან მანქანებს შეუძლიათ მოძრაობა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდება და ყველა მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს  მუშაობას. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player