Search

15 აპრილი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სოფ. აღაიანთან გზაგამტარის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოებს დაესწრო.
 
აღნიშნული გზაგამტარის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით -ე.წ. წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის კოჭების გამოყენებით განხორციელდა. ღნიშნული 27 მეტრიანი კოჭები საქართველოში პირველად დამზადდა და აპრილის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა.
 
ორზოლიანი გზაგამტარი ჩქაროსნულ გზატკეცილთან აკავშირებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს და უზრუნველყოფს ჩქაროსნულ გზატკეცილზე ორივე მიმართულებით ავტომობილებისა და ქვეითების შეუფერხებელ გადაადგილებას (ჩქაროსნული გზატკეცილის გადაკვეთას სიმაღლეზე გამავალი ორზოლიანი გადასასვლელით). აღჭურვილია უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი ყველა საგზაო ნიშნით, ასევე,  ტროტუარებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player