Search

14 მარტი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ ,,სპექტრის” დირექტორმა ზაზა ავალიანმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყონ პრეზიდენტის პროგრამის - "პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების შესახებ პრაქტიკული განხორციელება" - ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სპეციალისტების მომზადება.

 

მემორანდუმის საფუძველზე, პროფესიული სწავლების ცენტრი ,,სპექტრი” დეპარტამენტის წინადადებით, გადამზადების მოკლევადიან კურსებს გაატარებს სტუდენტებს ან მუშათა ჯგუფებს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, დეპარტამენტი შუამდგომლობას გაუწევს საგზაო-სამშენებლო ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკას. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამის შედგენისა და საწარმოო პრაქტიკის დაგეგმვისას, გათვალისწინებული იქნება გამოცდილ სპეციალისტთა რჩევები და წინადადებები.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ერთობლივი ინიციატივების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უშუალო ინტერესების სფეროში შედის.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player