Search

11 მარტი, 2010


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კავთისხევი-კასპის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი დასრულებული მონაკვეთი მოინახულა.

 

 აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების (სადრენაჟო არხები), სანიაღვრე სისტემების აღდგენისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებს. ამჟამად მიმდინარეობს გზის მონიშვნის სამუშაოები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ქართულმა სამშენებლო კომპანიამ შ.პ.ს. ,,ცეკური“. სამუშაოების ღირებულებამ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 314 ათასი ლარი შეადგინა.

 

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, სადაც გამოყენებული იქნება საგზაო მშენებლობაში, მსოფლიოში აპრობირებული სხვადასხვა ტექნოლოგიები. აღნიშნული პროექტის მიზანია, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში გამავალი გზების რეაბილიტაცია, რაც ავტოტრანსპორტის კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player