Search

8 მარტი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია თემაზე - "თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი. ასევე, საქართველოში საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილე ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები.

 

პროექტის - "თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” - მიზანია, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, სამშენებლო კომპანიებმა, საგზაო სამუშაოების წარმოების დროს შემოფარგვლა მოახდინონ თანამედროვე, საერთაშორისო ტექნიკური საშუალებებით - საგზაო ნიშნებით, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საავტომობილო გზების მოწესრიგების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობა, მოძრაობის ინტენსივობა და ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეები, რაც გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებს მოძრაობის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, სამუშაო ადგილების შემოფარგვლა საერთაშორისო ტექნიკური საშუალებებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player