Search

18 აპრილი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამეტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო ზემო სვანეთში ზაზა გოროზია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხობი-ზუგდიდის მონაკვეთზე (სოფელი ცაიში) მდინარე ჯუმზე ხიდის გახსნას დაესწრებიან.
 
აღნიშნული ხიდი, 2007 წლის ზაფხულში, წყალდიდობის დროს  დაზიანდა. ხიდი არის სამმალიანი, მისი საერთო სიგრძეა 88,5 მეტრი. ხიდის მშენებლობა განხორციელდა – წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის 24 და 33 მეტრიანი კოჭების ახალი ტექნოლოგიით.
 
მდ. ჯუმზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 მილიონ 832 ათასი ლარი (დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი). სამშენებლო სამუშაოები განახორციელა საგზაო სამშენებლო კომპანიამ ს.ს ,,ხიდმშენმა”.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player