Search

2 მარტი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წინასაკონკურსო კონფერენცია თემაზე - ,,ჩქაროსნულ სატრანზიტო მაგისტრალებზე მომსახურებისა და დასვენების ობიექტების მოწყობა”. კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის” დირექტორი გიორგი ცაგარელი. კონფერენციაზე ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია.


თანამედროვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების ერთიანი სისტემის განუყოფელ ნაწილს განვითარებულ სახელმწიფოებსა და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში წარმოადგენს - მომსახურებისა და დასვენების ობიექტები. მათი მნიშვნელობა რამოდენიმე გარემოებამ განაპირობა:


• მგზავრობისას მძღოლების დასვენების აუცილებლობით განპირობებულმა მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებმა;
• მრავლდარგიან მომსახურებაზე მგზავრთა და მძღოლთა მზარდმა მოთხოვნამ;
• საავტობუსო სადგურებისა და მძიმეწონიანი ავტომანქანების საკონტეინერო ტერმინალების ფუნქციონირებამ.

 

ასევე, მოთხოვნაა დაცულ ავტოსადგომებზე, ნავთობგასამართ მომსახურებაზე, სადიაგნოსტიკო და ავტოგასამართ მომსახურებაზე, სწარაფი კვების ობიექტებზე, სანიტარულ-პროფილაქტიკურ, საბანკო და ტელესაკომუნიკაციო, ტურისტულ-საინფორმაციო და ვაჭრობის მომსახურებაზე.


საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70 მაგისტრალთან ერთად)  ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) ნაწილს აერთიანებს, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერქსპექტიული განვითარების მიზნით, იგეგმება E-60 ავტომაგისტრალის (E-70 მაგისტრალთან ერთად) მთლიანი ზოლის, აგრეთვე საზღვრისპირა და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების მომსახურებისა და დასვენების ობიექტებით მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player