Search

1 მარტი, 2010


სქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული გზის გაუმჯობესებაზე, ასობით საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

 

პროექტს კახეთის რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ გზის მოდერნიზების შედეგად შემცირდება თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო. აღნიშნულ გზაზე გადართული იქნება კახეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაკადი. გზის პროექტირებისას, ალტერნატიული მიმართულებებიდან, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამავალი მარშრუტი სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გათვალისწინებით შეირჩა. აღნიშნული გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player