Search

24 თებერვალი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავის საავტომობილო გზის 22 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას დაესწრება.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა გზის (ასფალტის) შემასწორებელი ფენის დაგებას და ზედაპირულ დამუშავებას. ასევე, სანიაღვრე სისტემების აღდგენას. გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2009 წელს. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „სერპანტინმა”, რომლის ღირებულებამ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 5 მლნ. 600 ათასი ლარი შეადგინა.

 

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player