Search

23 აპრილი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საგზაო უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებებისა და ცვლადი საინფორმაციო ფარების პრეზენტაცია მოეწყობა.
 
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი.
 
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მშენებარე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (დედაქალაქის შემოსასვლელიდან იგოეთამდე) 130-მდე, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგზაო საინფორმაციო დაფა დამონტაჟდება.
 
აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსდება:
 
• ამერიკული წარმოების შუქამრეკლები - ალუმინის პროფილებისაგან დამზადებული საინფორმაციო საგზაო ნიშნები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ინტენსივობის შუქამრეკლი ფირებით და ღამის პირობებში უსაფრთხო მოძრაობას უწყობს ხელს.
 
•  ელექტრონული ცვლადი საინფორმაციო ნიშნები, რომლებზეც შეიძლება ნებისმიერი გრაფიკული და ტექსტური ინფორმაციის განთავსება გზებზე არსებული რეჟიმების შესახებ.
 
• ელექტრონული ცვლადი საგზაო ნიშნები, რომლებზეც შესაძლებელია გრაფიკული, საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სიჩქარეების შეზღუდვის მანიშნებელი ინფორმაციის ცვლა.
 
• ცვლადი პრიზმული საგზაო ნიშნები, რომელზეც შესაძლებელია მოძრავ რეჟიმში სამი ალტერნატიული ინფორმაციის განთავსება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player