Search

22 თებერვალი, 2010


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი იმერეთის რეგიონში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა მაქაცარიასთან და რაიონების გამგებლებთან ერთად განიხილავს 2010 წლის გეგმებს. ასევე, მოხდება 2010 წელს იმერეთის რეგიონში დასაწყები პროექტების პრეზენტაცია.

 

• ყუმისთავის მღვიმესთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
• მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
• გეგუთი-მუხიანი-ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
• ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
• ნახშირღელე-ნავენახევის სავტომობილო გზის რეწაბილიტაცია
• ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
• ფუზი-კიცხი-ქვაციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
• ქუთაისი-საირმე ბაღდათი (ბაღდათის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთი)
• წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
• ზესტაფონი ქუთაისი სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა რეკონსტრუქცია

 

სამუშაო შეხვედრაზე მოხდება იმერეთის შემოვლითი გზის პროექტის დეტალური განხილვა, რომელიც იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ამისა, განიხილება გზაჯვარედინებზე საინფორმაციო საგზაო ნიშნების მოწყობის პროექტი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player